ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
„ღლიცინსა და გინების მიღმა ივანიშვილის ინტერვიუდან დასკვნებიც გამოვიტანოთ: რატომ ერჩის ლელოს და გახარიას ქოცობა ასე ძალიან, ვეცდები ავხსნა. თვითონ ქოცებიც არ მალავდნენ, რომ მათი უმრავლესობის მიღების ერთადერთი შანსი არანაცური, პატარა, მაგრამ სხვებთან შედარებით მსხვილი პარტიების ბარიერთან გაჭედვა იყო. კონკრეტულად ლელოსი და გახარიასი. ანუ, რამდენიმე თვის წინ სოციოლოგია აჩვენებდა, რომ ამ პარტიებს ბარიერის პრობლემა ქონდათ და შესაძლოა სადღაც 4 და 5%–ს შორის გაჭედილიყვნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მათი გაფუჭებული ხმები ძირითადად ოცნებას დაემატებოდა და 40%–ის აღების შემთხვევაშიც კი ქონდა შანსი უმრავლესობა მიეღო. ახლა ამ პარტიების მხრიდან ბარიერის გადალახვის ალბათობა ძალიან გაზრდილია და ქოცებს პრაქტიკულად აღარ აქვთ შანსი რამე დაიმატონ იმის გარდა, რასაც რეალურად მიიღებენ. იაგო, ლეიბორისტები და პატრიოტთა ალიანსი იმდენ ხმებს ვერ გააფუჭებენ, რომ ქოცებს უმრავლესობა ამოუქაჩონ. დასკვნა: უმნიშვნელოვანესია ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს ბარიერი: ნაცები, ახლები, ლელო, გახარია. 1.2 მილიონმა ადამიანმა რომ ამ პარტიებზე გადავანაწილოთ ჩვენი ხმები,მოგჭამა ჭირი ივანიშვილმა. ეს კი სრულიად რეალურია. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ბოდავს, იგესლება, ბოროტებას აფრქვევს, საშინელებებს ლაპარაკობს. დავიკიდოთ და 26–ში გავაკეთოთ ჩვენი საქმე, ანუ გავა@მევინოთ.“
კომენტარები