ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
„ხვალ ჩამოყავთ ღარიბი ხალხი საქართველოს სხვადასხვა სოფლებიდან
ხოლო სცენაზე მათ წინაშე წარსდგებიან მილიარდერი – ბიძინა ივანიშვილი, მილიონერი – კრახი კალაძე, მილიონერი – ირაკლი ღარიბაშვილი და კიდევ სხვა მილიონერები
ხვალინდელ ვირტუალურ რეალობაში კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ ვართ ყველაზე განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში
ხალხიც გაიხარებს, ტაშსაც დაუკრავენ, თუმცა 26 ოქტომბერს არჩევნებზე მივლენ და 10 ნომერს გააფერადებენ
რატომ? იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ არსებობს
ჩვენ ერთად უნდა დავემშვიდობოთ ოლიგარქიას და არ უნდა დავუშვათ ოპოზიციიდან სხვა ოლიგარქების აღზევება“
კომენტარები