sknews.ge წერს, რომ რეგიონებიდან თბილისში, აქციაზე წამოყვანილი ადამიანების დიდი ნაწილი სხვადასხვა საჯარო სამსახურების, სკოლების, ბაღების და ა(ა)იპ–ების თანამშრომლები არიან.
ქალაქ ახალციხიდან თბილისში გასამგზავრებლად, ბაღის თანამშრომლების ერთ–ერთი შეკრების ადგილი N3 ბაგა–ბაღის ეზო იყო. ადგილზე იმყოფებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი, ქეთევან მიშველიძე, რომელმაც sknews.ge-ს უთხრა:
„რა თქმა უნდა ვუერთდები აქციას. ვიმყოფები შვებულებაში. „ქართულ ოცნებას“ მხარს ვუჭერ, რადგან სახელმწიფო სამსახურში საჯარო მოხელე ვარ და ვალდებულება მაქვს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა გავატარო და ხელისუფლებას დავუჭირო მხარი.
ხელისუფლებას ვინ აკომპლექტებს?– მმართველი პარტია. ასეთი სისტემაა. პარტიული პოზიცია არ მიკავია, საჯარო მოხელე ვარ. მე ჩემს თავს ვალდებულად ვთვლი და მივდივარ ჩემი სურვილით, არავის არ დაუძალებია.
ის ევროპარლამენტარები, რომლებიც მსგავს ნარატივს ავრცელებენ, ცოტა ხნის შემდეგ სხვანაირად აჭიკჭიკდებიან. გადაწყვეტილების მიმღები პირები დღეს არიან, მაგრამ იქაც ახალი არჩევნები ჩატარდება და ბევრი რამ დალაგდება, დარწმუნებული ვარ. ამერიკასთანაც დალაგდება ურთიერთობები და ევროპასთანაც“
კომენტარები