ანკარის პროვინციაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ გაიზარდა დაშავებულების რაოდენობაც – კლინიკაში სულ 22 ადამიანია გადაყვანილი.
ტერაქტი თურქეთში გუშინ, Turkish Aerospace Industries საწარმოში მოხდა – ხსენებული კომპანია სამხედრო ტექნიკას, ასევე თვითმფრინავებს აწარმოებს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ტერაქტის უკან ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრები დგანან. ოფიციალური ანკარა მათ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.
კომენტარები