მწერალი, სამოქალაქო აქტივისტი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩემი ნაცნობებიდან თუ ვინმე ქოცებს აფერადებთ, რომ იცოდეთ მაინც თქვენზე რა აზრის ვარ, იგივე ადამიანებად გთვლით, ვინც 37 წელს საკუთარი კეთილდღეობისთვის ნაცნობებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე და ზოგჯერ ოჯახის წევრებზეც კი დანოსებს წერდა, რადგან ვიღაცას ვიღაცის ცოლი მოსწონდა, ვიღაცას ვიღაცის სახლი, ვიღაცას ვიღაცის შუბა და ა.შ. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ აძლევთ ხმას პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც დააანონსა, რომ მე და ათასობით ჩემნაირ ადამიანს დაგვიჭერს, გაგვასამართლებს, გაგვატყავებს, აგვკრძალავს და არსებობის უფლებას წაგვართმევს. ჰოდა, აი შენ ახლა რომ ფიქრობ ვაიმე მე რომ ახლა ამათ ხმა არ მივცე, სამსახური, დანამატი ან რაღაც პრივილეგია შეიძლება დავკარგოო, მორალურად ზუსტად იგივე არჩევანს აკეთებ, რასაც აკეთებდა 37 წელს დანოსის დამწერი ადამიანი. ჰოდა, განა რამე, მე ბევრს ვერ გავიგებ რეალურად ვის მისცა ხმა, მაგრამ თქვენ გულში იცოდეთ რომ ზუსტად მაგ მორალის ხალხი ხართ და ეგ კარგს არასოდეს არავის არაფერს მოუტანს ცხოვრებაში. და კი სინდისი არსებობს და სადღაც ეგ სინდისის ხმაც დაგეწევათ აუცილებლად. სამწუხაროდ ძირითადად ისეთ დროს, უკვე რომ აღარაფრის შეცვლა შეგიძლია ადამიანს ძვლებამდე დასული სირცხვილის და სინანულის გარდა და იმედია მაგის ძალა მაინც გეყოფათ, რადგან ღმერთი დიდია და მოწყალე და ბოლო წამის გულწრფელ სინანულსაც შეუძლია ადამიანი აცხონოს, როგორც ის ავაზაკი, ჯვარზე გაკრულმა რომ იცნო ქრისტეში ქრისტე.”
კომენტარები