დეკანოზი თამაზ ლომიძე:
,,მოიყვანეთ ევროპა საქართველოში!
არ მყოფნის შემოსავალი – ვინ დამეხმარება ბავშვების გაზრდაში?
ევროკავშირში ყველა ბავშვს, მიუხედავად მისი მშობლების შემოსავალისა, დაბადების დღიდან ეძლევა “ბავშვის ფული”. მაგ. გერმანიაში დაბადებიდან 18 წლამდე და შემდეგ 18-დან 25 წლამდე სახელმწიფო ყველა ბავშვს ყოველთვიურად უხდის ე.წ. “ბავშვის ფულს”. გერმანიაში ეს არის ოჯახის ყველა ბავშვზე თვეში 250 ევრო. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეს თანხა შეიძლება იყოს ცოტა მეტი ან ნაკლები. (გერმანიაში 250 ევროდ შეგიძლიათ იყიდოთ მაგ. 185 ლიტრი რძე, 210 შეფუთვა ხაჭო, 160 შეფუთვა კარაქი ან 330 კგ. ფქვილი) თუ ეს თანხა ხელმოკლეობის გამო მშობელს არ ჰყოფნის, კიდევ ეძლევა სახელმწიფოსგან ყოველთვიური დანამატი, იქამდე, სანამ ბავშვის აღზრდისთვის საჭირო მინიმალური ევროპული სტანდარტი არ დაკმაყოფილდება. 18 წლის შემდეგ, როცა ბავშვი აგრძელებს სკოლის შემდგომ სწავლას, “ბავშვის ფული” მას კვლავ შეუწყვეტლად ერიცხება 25 წლამდე, ანუ იქამდე, სანამ ის არ დაიწყებს დამოუკიდებლად შრომას, მიიღებს ანაზღაურებას და დადგება საკუთარ ფეხებზე. სწავლის პერიოდში რომც მუშაობდეს მოზარდი დამატებით სადმე, ბავშვის თანხა მას მაინც არ უწყდება სახელმწიფოს მხრიდან.
“ბავშვის ფული” არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი სახელმწიფო ვალდებულება ევროპაში.
წარმოიდგინეთ: თუ არის ოჯახში მაგ. 2-3 ან მეტი ბავშვი, ყველას აქვს საკუთარი მინიმალური საარსებო თანხა ევროპული სახელმწიფოსგან. ეს არის ევროპელი ბავშვების ცხოვრება. ეს არის ევროპა.
ევროპიდან გწერთ ამას.
განა არ გინდათ, ევროპასთან გაერთიანებით საქართველოშიც იგივე აუცილებელი სტანდარტები დაინერგოს და ჩვენი ბავშვების ცხოვრებაც ასეთი გახდეს?
#ევროპაშიასეხდება“
კომენტარები