თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და იგი მსოფლიოს ლიდერთა სიაში, ინფიცირებულთა რაოდენობით, უკვე მეეცხრე ადგილს იკავებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით მეცამეტე ადგილზეა.
თურქეთი ინფიცირების შემთხვევებით ირანსა და ჩინეთს უსწრებს. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში, იქ კორონავირუსით ინფიცირების 1 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 150 593-მდე გაიზარდა.
გარდაცვლილთა რაოდენობა კი, თითქმის, 5 ათასამდე გაიზარდა, აქედან, გასულ 24 საათში 31 ადამიანი გარდაიცვალა.
თურქეთის ხელისუფლებამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კიდევ 15 დღით, ანუ 3 ივნისამდე გაახანგრძლივა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა ვინც არ დაემორჩილება წესებს, დაისჯება.
შეგახსენებთ: – პანდემიის დროს, თურქეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქუთაისის მერიამ 84 ათასი ლარის ყვავილის ნერგი თურქეთში შეიძინა
კომენტარები