საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ, ოპოზიციას მოუწოდა, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აღიაროს.
“მე მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები აღიარონ და არ გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2022 წელს. ეს არის ერთ-ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის – ჩვენ ყოველთვის მივყვებით ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.
კომენტარები