“ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის ეზოში სცენის დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე მუშაობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც სცენასთან ერთად მონიტორებსაც ამონტაჟებენ.
სავარაუდოდ, დაგეგმილია უმრავლესობის ლიდერების სიტყვით გამოსვლა.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმის მიცემა შეწყდება, “ქართული ოცნების” ლიდერები მოსახლეობას მიმართავენ.
კომენტარები