პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი, რომელიც სამსახურის მანქანას მართავდა, გაბრიელ სალოსის გამზირზე, ქვეითს დაეჯახა. უწყების ცნობით, მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
კომენტარები