ანალიტიკოსი, ხათუნა ლაგაზიძე:
“ცისფერი მთები” ხომ ყველას გახსოვთ? ის აბეზარი მარკშეიდერიც ხომ გახსოვთ, ეს ბზარი იყო აქო? – ყველას რომ ეკითხებოდა. ისიც გემახსოვრებათ ბიაზრი რომ გასკდა.
ჰოდა, ორ კვირაზე მეტია მე და ჩემი კოლეგები ამ “ბზარების” აღმოჩენით ვიყავით დაკავებული და კარიდან კარზე დავდიოდი იმ კაცივით: ბზარებია და რომ გასკდეს, მოქმედების გზებზე პროფესიონალების ხედვებს გაგიზიარებთ-თქო.
გენიალურ სესილიას რა დაგავიწყებთ: ვინ არის ეს კაცი, მომაშორეთო, რომ იძახდა.
ჰოდა, ასე მიშორებდნენ/გვიშორებდნენ თავიდან.
ბიაზი კი გასკდა! და ბიაზის გასკდომის შედეგად მოულოდნელობისგან შოკირებული სახეები, ჯობდა არ გვენახა.
მეტის თქმას არ ვაპირებ. ამის დაწერასაც არ ვაპირებდი, მაგრამ ჟურნალისტები რეკავენ და კომენტარს არ ვაძლევ. და თქვენც მინდა იცოდეთ მიზეზი.
კომენტარები