კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე:
,,ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და ბოიკოტი
ამდენჯერ არაფერზე არავის არ უკითხავს ჩემთვის და ბარემ საჯაროდ დავწერ. მანდატების არსებულ განაწილებაში (რაც ცესკოს შედეგებიდან შეგვიძლიათ გამოვიანგარიშოთ) ბოიკოტი პარლამენტს შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის.
კონსტიტუციის მოხედვით: “პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.”
ეს ორ რამეს ნიშნავს:
1. პარლამენტი მუშაობას დაიწყებს თუ დარბაზში იქნება 76 დეპუტატი (ცესკოს მიხედვით ოცნებას 89 ყავს);
2. ამ 76-მა უნდა თქვას, რომ 150-დან სულ ცოტა 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. მნიშვნელობა არ აქვს დანარჩენებს სურს თუ არა ცნონ მისი უფლებამოსილება.
ამას უდევს მარტივი პრინციპი საფუძვლად: უმცირესობა უმრავლესობას ვერ გადაუწყვეტს იფუნქციონიროს თუ არა.“
კომენტარები