გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
რა მოხდა: ოპოზიციამ ეს წლები არ იბრძოლა საკანონმდებლო ცვლილებებზე (რის გამოც შევიდნენ პარლამენტში); მთლიანად დაიკიდა რეგიონები; 2023 წლის მერის არჩევნებზე არც კი მიიღო მონაწილეობა, რომ რეგიონებში მოტივაცია გაეზარდა და ენახა რა ლაფსუსები შეიძლება ჰქონდეს ახალ ელექტრონულ სისტემას; ლიდერები იჯდნენ სტუდიებში და ეგოს ატოლებდნენ… ერთადერთი ვინც რეგიონებში იმუშავა იყო 4…
ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველა დიდ ქალაქში და უცხოეთში დიდი უპირატესობით მოიგო ოპოზიციამ და რა გაყალბებული და ოპოზიციისთვის გაუქმებული ხმებიც არ უნდა დაწეროს ხელისუფლებამ, ოცნებას ლეგიტიმაცია ვერ ექნება.
რა უნდა გაკეთდეს: მაქსიმალურად მეტი მტკიცებულება უნდა წარედგინოს ყველა უცხოელ პარტნიორს და გულშემატკივარს; მიშელი კი არა აღმაშენებელიც რომ ჩაერთოს პრიცესში, ოპოზიციამ უნდა გამოიწვიოს ყველა ოპოზიციონერი წევრი” საკრებულოდან, მერიიდან, საჯარო უწყებიდან, არ შევიდეს პარლამენტში და მოითხოვოს ვადამდელი; თუ ქუჩის აქციებამდე მივა საქმე, არ უნდა დავდგეთ რუსთაველზე და რაღაც დებილურ ,,თრეშებს” არ უნდა ვუსმინოთ გულის საფხანად, უნდა გადანაწილდეს საპროტესტო ტალღები სამინისტროებთან, მერიებთან, ყველა უწყებასთან, საიდანაც იმართება სახელმწიფო (რომელსაც აუქმებენ)…
სხვა შემთხვევაში, მე გამოსავალს ვერ ვხედავ, გარდა იმისა რომ ზოგი გაიქცევა, ზოგიც ამ წუმპეში ვიცხოვრებთ, მარცხით და სირცხვილით გულდამძიმებულები, თუ ეგ მაინც გვაცალეს…
კომენტარები