“მთავრობას აქვს იმის რესურსი, რომ მართოს სიტუაცია ისე, რომ ყველა შემთხვევაზე არ სჭირდებოდეს პარლამენტის დასტური”, – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მთავრობას რიგი შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც შეეძლება.
“მთავრობას უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მოქმედების შესაძლებლობა – ეს არის კანონით განსაზღვრული, რომელიც მიღებულია 2007 წელს. ჩვენ პრაქტიკულად, ომის პირობებში ვართ. არ შეიძლება ჩამოვკიდოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები პარლამენტის უცებ შეკრებაზე, მითუმეტეს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან“
“ალია” – თუ უკვე განსაზღვრულია კანონით, რატომ შეგვაქვს ცვლილებები? 2007 წელს თუ უკვე ჩაიწერა კანონში, თავიდან ვწერთ? – არაფერი მსგავსი კანონში არ წერია, ბატონო გიორგი.
და ომი თუა ვაკე და პლატო, მაშინ დავარქვათ ომი. მაგრამ, როცა ვამბობთ რომ ომი აღარაა და ვაუქმებთ საომარ მდგომარეობას, მაგრამ მაინც არ ვწყვეტთ სროლას – მაგაზეა საუბარი.
და ომის დროს რატომ ვერ შეიკრიბება თუნდაც დისტანციურად პარლამენტი? რა ჯანდაბა უშლის ხელს? როდის გიშლიდან ოპოზიციის ბოიკოტი ხელს? რომელი საგანგებო მდგომარეობის განხილვაზე არ დაესწრო ოპოზიცია სხდომას? ჩვენი შვილები დისტანციურად გაკვეთილებს ესწრებიან და ჩვენ ხელფასს გიხდით პარლამენტარებს, რა ჯანდაბა გიშლით ხელს შეკრებაში?
კომენტარები