საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია 2018 წელს სოციალურ ქსელში წერდა:
„არ ვიცი რატომ, მაგრამ ბევრი წლის წინანდელი მოგონება ამოტივტივდა…
ვისაც გახსოვთ, მამაჩემმა რომ ქვეყანაში პურის გაძვირებაზე უარი თქვა (მაშინ ამ ამბავს ჯერ ისევ სახელმწიფო არეგულირებდა), კრემლიდან მართული ოპოზიცია ამაზეც აყეფდა. სახლში დაბრუნებულს, ჩვენთან სტუმრად მყოფმა მისმა მეგობარმა ჰკითხა: რატომ გააკეთე, ზვიად, ხომ ხედავ, მაინც გაკრიტიკებენ და ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი გაწყენსო?
მან უპასუხა: – მე ამ ქვეყანაში იმდენ ადამიანს ვიცნობ, საღამო რომ მარტო ჩაიზე და პურზე გადააქვთ, და ისინი თუ მშივრები დავტოვე, ბიუჯეტი ვიღასთვის მინდაო?
აი, ასე მოიქცა კაცი, რომელმაც საქართველოს მართვა არ იცოდა… სამაგიეროდ, მალე ჩამოსულმა დიდმა პოლიტიკოსმა ცეცხლის ფასი გაუხადა ამ ხალხს ნავთი, ბენზინი, პური და საკუთარ ძმიშვილებს ჩაუგდო ხელში, და ნუგზარა-ცეზარები მილიარდერები გახადა. მეორემ – ომიდან რამდენიმე დღეში მილიარდიანი რეზიდენციის მშენებლობა დაიწყო. ტყუილად კი არ არის აქ ნათქვამი: სიკეთის მკეთებლის დედაო…“
კომენტარები