კოალიცია ცვლილებებისთვის, საგანგებო ბრიფინგზე, აცხადებს რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე:
„არჩევნები არის გაყალბებული და შედეგები არის არალეგიტიმური. არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას. ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია, სიის პირველი ნომერი პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად… ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ქართველი ხალხის ხმების დასაცავად იქამდე, სანამ ქართველი ხალხის ხმა არ იქნება გაგონილი ამ ქვეყანაში“ — განაცხადა „კოალიცია ცვილებისთვის“ სიის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ
კომენტარები