„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ძალა ერთობაშიას“ შეხვედრაზე მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ განხილვები გაიმართა.
ვაშაძის თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ჩემს პრემიერობას რაც შეეხება, მოგატყუებთ, რომ ვთქვა, რომ არ იყო საუბარი ამ საკითხზე.
თემა მედია საშუალებებზე აიწია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა და თვითონ კითხეთ და ყველას თავისი პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით.
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა დავასახელოთ პრემიერობის კანდიდატი და რეიტინგები უნდა იყოს განმსაზღვრელი, იმის ვის ვისი წარდგენა შეუძლია ამ თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბდებით და შევთანხმდებით“
დღეს, პარტია „კანონი და სამართალი” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა გიორგი ვაშაძე, როგორც პრემიერობის საუკეთესო კანდიდატი დაასახელა.
კომენტარები