ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:
,,ბიძინამ იმ ხერხებით გაუყალბა ოპოზიციას, რაზეც ნაკლებად უფიქრიათ და მზად არ აღმოჩნდნენ (რაზეც იფიქრეს, იქაც ნაკლებად აღმოჩნდნენ მზად).
შესაბამისად, ბიძინას ავტორიტარიზმის დამარცხება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ხერხებით, რისთვისაც ოცნება მზად არ იქნება და არ გამოუვლიათ.
× პარლამენტში არ შესვლაზე განცხადებები – ოცნებისთვის გამოვლილია.
× განცხადებების მიუხედავად პარლამენტში შესვლა და არ შესვლაც – ოცნებისთვის გამოვლილია.
× ეფექტური აქციები, თუმცა უშედეგოდ ან დროებითი შედეგით, შემდეგ უკან დახევის იმიტაცია და კვლავ მობრუნება, ჯამში ისევ ოცნებისთვის სასურველი შედეგი – ოცნებისთვის გამოვლილია.
× მცირე ხმაურ(ებ)ი, წვრილი აქციები, ფრაგმენტული დაუმორჩილებლობა – ოცნებისთვის გამოვლილია.
ჯერჯერობით არ არსებობს ოპოზიციური სტრატეგია თუ ტაქტიკური სვლები, რომელიც ხელისუფლების გამოცდილების მიღმაა.
ბიძინა აქტიურად იყენებს ოპოზიციურ სისუსტეებს – ძველი ხელისუფლების აჩრდილს, პოლიტიკურ დინოზავრებს, ოპოზიციის სრულ უმზაობას სახელისუფლებო ამგდებ ტაქტიკებთან, ასე აღმოჩნდა ოპოზიცია – მშვიდობის ვითომდა მოწინააღმდეგე, ხოლო ომისა და ევროპის ფსევდოკომუნიკაციურ შერკინებას, ცხადია შიშმა აჯობა და ა.შ.
არაერთი იმ ფაქტორის მოძიება შეიძლება, რომელიც ბიძინამ სათავისოდ წარმართა, მათ შორის პოლიტიკური პროპაგანდის, გაყალბების, ერის შიშების, მოსახლეობის აღქმის გაყალბებისაც კი.
მე, არსებული მოცემულობით სკეპტიკურად ვუყურებ ავტორიტარის დამარცხების პერსპექტივას.
წამგებიანი სტრატეგიები კი მხოლოდ აძლიერებდა ამ წლების მანძილზე და კიდევ უფრო გააძლიერებს ავტორიტარიზმს, რომელიც ოცნების მეოთხე ვადაში უკვე ტოტალიტარიზმში გარდაიქმნება, მმართველი კი ტოტალიტარად.”
კომენტარები