პრეზიდენტმა მადლობა უთხრა მოქალაქეებს, არჩევნებზე დამკვირვებლებს, ჟურნალისტებს არჩევნებზე გაწეული შრომისათვის და თქვა:
თქვენ ხართ ბევრნი, თქვენ გაიმარჯვეთ და არავის აქვს უფლება წაგართვათ ევროპული მომავალი.
ეს იყო ტოტალური გაყალბება, წართმევა ხმების, გამოყენება გაყალბების ყველა ხერხის.
ვიყავით მოწმე რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ახალი ხერხის. რამოდენიმე თვის წინ მიღებულ იქნა რუსული კანონი, ამ ხელისუფლების მიერ, რომელსაც ახლა დავარქმევ ძალაუფლებას და არა ხელისუფლებას. მიღებულ იქნა კიდევ სხვა კანონები, რომლებიც ხელს უშლის ევროინტეგრაციას.
ეს იყო რუსული არჩევნები. ჩვენ წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება.
კომენტარები