პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობა განახლებული 4-წლიანი სამთავრობო პროგრამით პარლამენტის წინაშე დაახლოებით ერთ თვეში წარდგება. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამთავრობო პროგრამა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამას დაეფუძნება.
“გვაქვს ამბიციური ამოცანები, რაზეც არაერთხელ ვისაუბრეთ გასული კვირების განმავლობაში, წარვადგინეთ ძალიან დეტალური პროგრამა, რაც გადაითარგმნება სამთავრობო პროგრამაში. დაახლოებით ერთ თვეში, ჩვენ მოგვიწევს წარვდგეთ საქართველოს პარლამენტის წინაშე, განახლებული 4-წლიანი სამთავრობო პროგრამით და რა თქმა უნდა, ეს პროგრამა დაეფუძნება საარჩევნო პროგრამას, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა.
ამ პროგრამას აქვს ერთი საერთო მიზანი, ჩვენ 4 წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველია უკვე შექმნილი. მთლიანობაში 12-წლიანმა პერიოდმა და განსაკუთრებით ამ ბოლო 4-წლიანმა პერიოდმა ყველანაირი საფუძველი შექმნა, რომ 4 წლის თავზე განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავიდეს ქვეყანა”,- განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები