უკრაინაში მყოფი ვანო ნადირაძე, რომელიც ომის დაწყების დღიდან, ფრონტის პირველ ხაზზე თავდაუზოგავად იბრძვის, ტრაგიკულ ამბავს ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი – მამუკა კეკელია დაიღუპა.
“ჩემო ძმაო, ლომკაცო… აფხაზეთის ომიდან მოყოლებული იარაღი არ გაგიგდია ხელიდან…
უკრაინაში კიდევ ერთი ძალიან მაგარი მეომარი დავკარგეთ. ჩემი ძმა – მამუკა კეკელია,“ – წერს ვანო ნადირაძე.
არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
კომენტარები