ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე არჩევნების შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ის წერს, არ ემხრობა ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის იდეას, რომლებიც პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ. ფანჯიკიძე ამის მიზეზსაც ხსნის:
“რადგან უკვე უამრავი იმსჯელეთ, იცინეთ, იჩხუბეთ, იბრაზეთ, და დასკვნის სახით ტოტალურ მარცხად აღიქვით ყველაფერი, გავბედავ და გაგამხნევებთ რომ მიუხედავად გაყალბებისა, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციური მთავრობა იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი, რაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას სრულად გააჯანსაღებდა, მაინც არანაირად არ არის ხელწამოსაკრავი ის შედეგი, რაც დაიდო, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს ოპოზიციაში, რბილად რომ ვთქვათ, ფავორიტები არ ჰყავს. ხალხი, განსაკუთრებით ემიგრანტები, რომლებმაც კილომეტრები დაფარეს, რომ ხმა მოეცათ, მადლობის ღირსია.
კარგია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შედგა, რაც იმ დღესვე ჩრდილო-კორეას დაგვამსგავსებდა. შერეული პარლამენტი უკვე არის პროგრესი.კიდევ უფრო კარგი ისაა, რომ ოპოზიცია არც ისე მცირე, მთელი 40%-ით არის წარმოდგენილი პარლამენტში.ამაზე უფრო კარგი ისაა, რომ ძლივს, ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ მთლიანობაში მესამე ძალა მოღონიერდა და ნაცები აღარ არიან მთავარი ოპოზიციური პარტია, რაც ნამდვილად კარგი სიახლეა.
ბოიკოტის იდეას არ ვემხრობი, რადგან პროფესიონალის პოსტი წავიკითხე, პარლამენტის ამუშავებას ბოიკოტი ვერ აფერხებს, 76 ადამიანი ჰყოფნით და ამდენი მთავრობას ჰყავსო. რადგან ოპოზიცია არ აღმოჩნდა მზად გაყალბების მექანიზმი ამოეცნო და შესწინააღმდეგებოდა, ვფიქრობ, პარლამენტი საუკეთესო ტრიბუნაა პოლიტიკურ საქმიანობაში თავის წარმოსაჩენად, არასასურველი კანონების წინააღმდეგ საბრძოლველად და მომდევნო არჩევნებისთვის მოსამზადებლად (მეგობრების ნაწილი ფიქრობს, არ უნდა აღიარონ არჩევნები და ქუჩიდან უნდა იბრძოლონო.
თუ ამის რესურსი აქვთ, არ დაიქსაქსებიან, საერთო ენის გამონახვაც შეუძლიათ და არ გამოიფიტებიან, თავად იციან, ოპოზიციას ვგულისხმობ, ხალხს არაფერი დაუკლია). მდინარე იწყება ნაკადულიდან და თრობა ჭიქუნადანო, ძველი რაჭული ანდაზა ამბობს და ეს ანდაზა ყველა მშრომელმა უნდა იცოდეს.
პ.ს. პრეზიდენტმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, ხვალ 7-ზე აქციაა, ასე რომ მსჯელობა, რომელი გზა ჯობს, აღარ არის აქტუალური” – წერს ფანჯიკიძე.
კომენტარები