მამუკა მდინარაძე აცხადებს:
,,
„კანონის კითხვა ან არ იციან, ან მავნებლები არიან. ეს უნდა განვმარტოთ კარგად, ძალიან მოკლედ. სერიოზული განმარტებაც არ შეიძლებოდა მაგრამ, მოსახლეობა, ყველა იურიდიულ ნიუანსებში არ არის გარკვეული, ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის. თვითონ ძალიან კარგად იციან რას მავნებლობენ და იტყუებიან.
2/3-ზე საუბრობენ, ანუ ას მანდატზე, რომელიც სჭირდება მათი თქმით, მათი ტყუილის მიხედვით ლეგიტიმაციას. არა, 2/3-ის უფლებამოსილების ცნობა უნდა განახორციელოს პარლამენტმა უმრავლესობით. ანუ 2/3-მა კი არა, 2/3-ის. აი, აქ იტყუებიან.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მინიმუმ 2/3-ის უფლებამოსილება უნდა ცნოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით. 76 მანდატი საკმარისია და 2/3-ის უფლებამოსილების ცნობაა საკმარისი. 2/3-ის კი არა, ყველას უფლებამოსილებას ვცნობთ აბსოლუტურად.
რაც შეეხება სიების ჩახსნას, სიების ჩახსნა ახლა კანონმდებლობით არ შეიძლება. ეს შეიძლებოდა გარკვეულ ვადამდე. მას შემდეგ შეუძლიათ, როდესაც უფლებამოსილება იცნობა, ოღონდ ვინც პარლამენტში არ შევიდა მხოლოდ მათი. დამთავრდა აქ, წერტილია დასმული. დანარჩენი ყველაფერი არის სისულელე.”
კომენტარები