„ახალის“ წევრი, ბაჩო დოლიძე:
„გრძელდება სასარგებლო იდიოტიზმის შემცველი პროპაგანდა რომ თურმე ეს და ეს ამბობს რომ 76 დეპუტატს შეუძლიათ პარლამენტის ლეგიტიმაცია. და აზრი არა აქვს სიის ჩახსნას.
მეგობრებო , პირდაპირ გეუბნებით ამ საკითხზე ოცნება ძალიან ანერვიუელბულია და თვითონ ხმას ვერ ამოიღებს და ბევრი თქვენგანი მათ საკეთებელს აკეთებთ.
კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე დავწერ ზუსტად ორი სიტყვით:
76 დეპუტატს შეკრება შეუძლია არავინ არ ამბობს რომ არა, მაგრამ ვერ გააქტიურებს 100 კაცს თუ ფიზიკურად 100 აღარ იარსებებს. 100 დეპუტატი ანუ 2/3 -ია.
რა არის ამაში გაუგებარი.
ოღონდ აქ ბოიკოტი და ზეპირი განცხადება არ ითვლება, ფიზიკურად არ უნდა არსებობდეს სია, ჩახსნილი უნდა იყოს.
თუ გვინდა რომ პარლამენტიდან იბრძოლონ კი ბატონო:) მაშინ პირდაპირ ვთქვათ, რა საჭიროა კანონის დამახინჯება.
….
კონსტიტუციის მუხლი ამბობს რომ:
პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორიმესამედის ( ანუ 100 კაცის ) უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.
ამიტომ ვამტკიცებდით რომ სიები თუ ცარიელია შევატოვებთ მაგ 80 კაცში.
ეხლა მეორე საკითხი:
ორიმესამედის არ ყოფნა რას უშლის ხელს:
1. პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საკიტხები; კომისიები, კვორები, ფრაქციები და ა.შ.
2. პრეზიდენტის არჩევნები – სჭირდება 150 დეპუტატი 300 ხმოსანში;
3. საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება და ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისი კანონმდებლობის მიღება – 3/4.
4. საკონსტიტუციო ცვლილებები ან გადასინჯვა – 2/3-ც და 3/4.
5. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება – 2/3.
6. ორგანული კანონის მიღება და ცვლილებების შეტანა – 2/3.
7. კანონის მოქმედებაში მოყვანა – 2/3.
8. მოსამართლეთა განწესება – 2/3.
და მთავარი:
ეს ჟურნალისტების გასაგონათ: ჰკითხეთ ინდივიდუალურად სიაში მყოფმა დეპუტატებმა მიმართეს თუ არა უკვე ცესკოს, თავიანთ თავს და ჩვენ კი ნუ გვაპუხობენ, ცესკომ უპასუხოს რომ უკმაყოფილებს თუ არა მათ განცხადებას.“
კომენტარები