ბათუმი-ქედის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ დოლოგანთან კლდიდან ქვის ლოდის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ქვის ლოდი ორ ავტომობილს დაეცა, რის გამოც მოძრაობა რამდენიმე წუთით შეზღუდული იყო. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.
კომენტარები