ბრიტანული სიგარეტის კომპანია აცხადებს, რომ თამბაქოზე დაფუძნებული კორონავირუსის ვაქცინა მზად არის ადამიანზე გამოსაცდელად.
Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატიის თანაახმად, FDA-ის დასტურის შემდეგ, კომპანიას შეეძლება, ვაქცინა ადამიანებზე გამოსცადოს.
Kentucky BioProcessing-მა ვაქცინაზე მუშაობის დაწყების შესახებჯერ კიდევ აპრილის თვეში განაცხადა. ეს არის თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, BAT-ის შვილობილი და ის ბიოტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს.
ინოვაციური მიმართულება, რომელიც კომპანიის მიერ არის დანერგილი, თამბაქოს ფოთლების მეშვეობით, ახალი თაობის ვაქცინების წარმოებაა.
კომპანია FDA-ისგან პასუხის მიღებას უახლოესი კვირების განმავლობაში ელის.
Kentucky BioProcessing-ი, ვაქცინას მცენარეული ორგანიზმით აწარმოებს, რასაც კომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე უპირატესობა გააჩნია ვაქცინის წარმოების ტრადიციულ ტექნოლოგიასთან მიმართებით, კერძოდ:
აღნიშნული ტექნოლოგია უსაფრთხოა, რადგან თამბაქოს ფოთლები არ შეიცავენ იმ ტიპის პათოგენებს, რაც იწვევს დაავადებებს ადამიანში.
უფრო სწრაფია, რადგან ვაქცინის ელემენტების აკუმულირება თამბაქოს ნერგში ხდება გაცილებით სწრაფად – 6 კვირაში, ტრადიციულ მეთოდებით კი მას მრავალი თვე სჭირდება.
ვაქცინა ვარგისია ოთახის ტემპერატურის პირობებშიც კი, როცა ტრადიციული ვაქცინები ხშირად სპეციალურ მაცივრებს საჭიროებენ.
წყარო: „პრაიმტაიმი“
კომენტარები