გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიებას ესწრება.
საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ “ვალენსიას” წევრი, საუკეთესო მეკარის ნომინაციაზეა წარდგენილი.
“ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს”, – განაცხადა მამარდაშვილმა, რომლის კომენტარს “ეროვნული ნაკრები” ავრცელებს.
კომენტარები