კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
„კოორდინირებული გეგმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არის აბსოლუტურ სინქრონში და გვაქვს ჩვენ შეთანხმება ყველა მიმართულებით პრაქტიკულად, პრაქტიკულად კი არა, ყველა მიმართულებით და რამდენიმე მიმართულებაა ამგვარი, საითაც ვმუშაობთ. ვმუშაობთ სწრაფად, იმიტომ რომ დრო ცოტაა, გვჭირდება ყველაფერი პრაქიკულად შეკრული მტკიცებულებებად და შეფასების კუთხით, ძალიან სასარგებლოა არასამთვრობო ორგანიზაციების მასალები ამ მიმართებით და რამდენიმე დღეში ერთი შეკრული დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი და ჩვენ, ბუნებრივია, რომ ვითხოვთ საერთაშორისო აუდიტს ანიდან ჰოემდე. ხო არაფერი არ აქვს დასამალი “ქართულ ოცნებას”. საერთაშორისო აუდიტი, რომელიც ზუსტად 1 კვირის განმავლობაში ან 10 დღის განმავლობაში დადებს სრულ პასუხს. თუ არ გაყალებებულა არჩევნები, ჩემო მეგობრებო, რაც ახლა ყველამ იცის, რომ გაყალბდა და ამ ქვეყანაში 50% ქოცი არ ცხოვრობს, ყოველი მეორე, თუ არ გაყალბებულა, მაშინ ნუ გეშინიათ. ასეთი დასკვნა დაიდება. ყველაზე უფრო გავლენიანი აუდიტორი მოვიყვანოთ რაც არსებობს, ისეთი კი არა თვითონ რომ მოიყვანეს, მელამ კუდი მოიწმია, არსად რომ არავინ არ ჩარიეს და თავისი ვიღაცა შემოიყვანეს. ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა, რომ მივაწოდოთ ამ კომპანიებზე ინფორმაცია, განსაკუთრებით აუდიტორზე, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ამ კომპანიას ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს და გაყალბებაში მონაწილეობის მიღების ძალიან მაღალი ალბათობა და რისკია.
[…]
უარიც პასუხია, უარზეც არსებობს ადეკვატური პასუხი ასევე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, ჩვენ ველაპარაკებით ჩვენს უცხოელ მეგობრებს და საქართველოს პრეზიდენტს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში სხვასთან დასალაპარაკებელი არ არის, უბრალოდ აღარაფერი აღარ დარჩა. არც სასამართლო გვყავს, არც რეალური რომელიმე უწყება და აქაურმა ქოცმა რომ ქოცის დანაშაული გამოიძიოს, ამას არავინ არ აპირებს, რა სისულელეა“, – ამბობს ნიკა გვარამია.
კომენტარები