ემიგრანტი, ზეინაბ დიასამიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“აშშ ტელევიზიით ეხლა გაჟღერდა ინფორმაცია…
იმ პირებს, რომლებმაც
კოვიდ 19 ვირუსით იავადმყოფეს… სამხედრო სამსახურში აღარ გაიწვევენ!
….აგრეთვე ვარაუდობენ რომ, 2020 წლის ბოლომდე სასწავლო პროცესი მხოლოდ ონლაინ რეჟიმში იწარმოებს…
… კოქსაკიო, კავასაკიო, ერთი და იმავე ოჯახში ამორჩევით ასნებოვნებს ცოლს და ქმარს -არა! შვილებს და მშობლებს -არა.
ტრამპმა გვამცნო, რომ ბოლო ორი კვირაა ჰიდროქსიქლოროქინს ( პლაქვენილს) ღებულობს პროფილაქტიკის მიზნით, და ასევე იქცევა ბევრი ამერიკელი ექიმიცო (რას ვერჩოდით ქართველ ექიმებს?!)
მოკლედ ეს კორონა დიდი შერეკილი და ნიპრედსკაზუემი გიჟია… ძალიან აგვრია!
მსოფლიო ეკონომიკას და განათლებას ანგრევს… ამავ დროს დემილიტარიზაციის მომხრეც ყოფილა… ეკოლოგიაც გამოასწორა რეალურ სივრცეებში ადამიანურ ურთიერთობებს…. კომუნიკაციებს საფრთხეს უქმნის…. აძინოჩკა მგლებს უნდა დაგვამსგავსოს… ერთმანეთის კიარადა… საკუთარი თავისაც უნდა გვეშინოდეს!…”რატომ დამახველა, დამაცემინა, უიმე-თავი მტკივა, მარჯვენამ მარცხენა არ დააინფიციროს”
მგონი გვაშაყირებს და პასუხს გვთხოვს ყველა იმ უმსგავსობის და ღორობისთვის, რაც პლანეტას, ბუნებას, ჩვენს მომავალ თაობებს დავმართეთ…თანაც ყურადღებით აკვირდება ყველა იმათ, ვინაც ამ ” საყოველთაო ჟამიანობის” დროს… ღორობას და უზნეობას არ წყვეტენ და ამ უბედურებასაც სათავისოდ იყენებენ… ვინ სტომაქის ამოსაყორად და ვინ-სკამის შენარჩუნება მოპოვების მიზნით…
ყველას გაკვირდებათ
ბეტმენა და მაგ ჯოკერ(ებ)ს თავზე დაგამხობთ!
სტატუსი მიმოხილვითი იყო, თუმცა დაბოლოვება “ლოზუნგით”- გამომივიდა….მაინც
საღამო მშვიდობისაც”
კომენტარები