03:38, ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024

თუ საქართველო არ შეცვლის კურსს, კომისია ვერ განიხილავს მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას – იოზვიაკი

რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის ძირითად ნაწილს აქვეყნებს.

“რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის თანახმად:

“ძირითადი ნაწილი ევროკომისიის მოხსენებაში გაფართოების შესახებ: “თუ საქართველო არ შეცვლის ახლანდელ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირში და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას, არსებული პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, ევროკომისია ვერ იქნება იმ პოზიციაში, რომ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გაუწიოს რეკომენდაცია” – წერს იოზვიაკი.

შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი