პრემიერი, ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტზე საუბრისას, ამბობს:
კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში, წარადგინოს შესაბამის უწყებებში. ნუ საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. სალომე ზურაბიშვილი, შეგახსენებთ, რომ მართალია, სულით და გულით არის ენჯეოშნიკი თუ ენჯეოშნიცა, არ ვიცი როგორ ჰქვია, მაგრამ თავის თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა. მას არ აქვს უფლება, ისაუბროს ზეპირად. თუ რაიმეზე აქვს ფაქტი, ეს ფაქტი უნდა წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოში. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ფაქტი მას არ აქვს, ის ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი.
კომენტარები