საქარველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
იმისთვის რომ არ დავუშვათ გაყალბებული არჩევნების შედეგად რუსების მიერ ხელისუფლების მიტაცება და ის მძიმე შედეგები რომელიც აუცილებლად დადგება ამ შემთხვევაში, აუცილებელია:– ხალხმა არ შეწყვიტოს პროტესტი და ქუჩის აქციები. ამისთვის მზად ვართ და ერთხელ უკვე შევიკრიბეთ რუსთაველზე;– საერთაშორისო მხარდაჭერა და არჩევნების შედეგების არ ცნობა. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გააკეთეს მკაფიო განცხადებები და ოცნების სახელისუფლო ლეგიტიმაციას დიდი ბზარი გაუჩინეს;– ოპოზიციამ უარი უნდა თქვას პარლამენტში შესვლაზე და დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსტიტუციის 38 მუხლის რეალიზებისათვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა; სამწუხაროდ ამის ნიშნები არ ჩანს და პირიქით, გამოდის ხმები, რომ არიან პარლამენტში შესვლის მომხრეებიც.ბატონო ოპოზიციონრებო, ოცნებამ არჩევნები გააყალბა, თქვენ კი ხალხთან ურთიერთობის გაყალბებას აპირებთ. თქვენი ეს ნაბიჯი თავისი შინაარსით არ ჩამოუვარდება ოცნების გარეწრობას. საბოლოო ჯამში, თუ ასე მოხდება თქვენც რუსეთის სამსახურში ჩადგებით ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
კომენტარები