BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთის რეგიონში 8 საათში იმაზე მეტი წვიმა მოვიდა, ვიდრე ერთი წლის განმავლობაში მოდის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტეგრირებული ოპერატიული საკოორდინაციო ცენტრის (Cecopi) ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა.
ვალენსიის რეგიონში შეჩერებულია სწავლება სკოლაში. შეფერხებულია სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლაც, თუმცა, ცხადია, სამაშველო ღონისძიებები როგორც სახემელეთო, ასევე საჰაერო გზებითაც მიმდინარეობს.
კატალონიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, ვალენსიის შემდეგ, ამინდის შესახებ გაფრთხილება ჩრდილოეთ ესპანეთის რეგიონში, კატალონიაშიც გამოაქვეყნა. საშიშროება უმაღლესი დონით შეფასდა.
კომენტარები