კოტე ერისთავი, EMC-ს სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, ჯიპას ასოცირებული პროფესორი:
ამერიკის და ახლა უკვე ბორელის ფრთხილი განცხადებებიდან (ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ დამკვირვებლებს არჩევნების არც თავისუფალი და სამართლიანი ხასიათი უღიარებიათ და არც საპირისპირო რამ) იკვეთება, რომ დასავლეთის აქცენტი არის ‘გამჭვირვალობის’ კანონის გაუქმებაზე.
ჩემი აზრით, ოცნებამ, ამ არჩევნებით, ერთი მხრივ, დაამშვიდა რუსეთი და დაანახა პუტინს, რომ მას არ ემუქრება ანტირუსული ხელისუფლება საქართველოში, ხოლო, მეორე მხრივ, დაანახა დასავლეთს, რომ ასეთი ფორმებით ოცნებას ვერ ერევა. შესაბამისად, აქვს მანევრირების ბევრად დიდი სივრცე.წარმოვიდგინოთ სცენარი: ოცნება ამერიკის ელჩთან შეხვედრის (და მით უმეტეს, ტრამპის გაპრეზიდენტების) შემთხვევაში, აუქმებს კანონს (რომელიც დიდად არც სჭირდება და როგორც ბიძინამ გვითხრა, პროტესტის გამოსაფიტად შემოიტანა) და ამით დგამს ნაბიჯს დასავლეთისკენ, რომელიც მიკიბ-მოკიბვით, მაგრამ გარკვეულ ლეგიტიმაციას ანიჭებს არჩევნებს.ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ბრგე, ანტიკოლონიალისტი ოცნება ლაგდება დასავლეთთან და მეტი ხალისით და მონდომებით აგრძელებს ჩვენს ყვლეფას.შეუძლებელი სცენარია? მგონია, რომ ძალიანაც შესაძლებელია.რას აკეთებს ოპოზიცია ამ დროს? ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, რადგან მთელი ფსონი გეოპოლიტიკაზე დაიდო, ოპოზიცია უბრალოდ აღარ არსებობს.
ეს იქნება ბიძინას მთავარი ტრიუკი
კომენტარები