ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ტვ პირველთან, ამბობს:
ოცნებამ და ივანიშვილმა პერსონალურად, ქვეყანაში წაგვართვა არჩევნები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი ხელისუფლების ცვლილების და ახლა წაგვართვა ევროპული მომავალიც. რაც უნდა ილპარაკონ დამკვირვებლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ორი ფუნდამენტური საკითხი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. პირველი, – ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც არჩევნების გზითაა შესაძლებელი ხელისუფლების ცვლილება? და მეორე – ჩვენი მომავალი ევროპული კავშირია, თუ არა? ამის შემდეგ, გინდა გამოძიება ჩაატარონ, კანონი უკან წაიღონ – დღეს ამ რუსულ კანონს წინ წაიღებენ თუ უკან, რა მნიშვნელობა აქვს? ადამიანებმა საბოლოოდ გააფორმეს ერთპიროვნული მმართველობა.
მთელი სისტემა მუშაობს, კობახიძეს და ამ ბავშვებს წარმოდგენა არ აქვთ ვინ ჩაატარა არჩევნები – არჩევნები ჩაატარა ცესკომ, სუსმა, იუსტიციის სამინისტრომ, შსს–მ და ორგანიზებულმა დანაშაულმა. რამდენიც უნდა ილაპარაკონ ამათ არ გაყალბებულაო, მაგათ ვინ ეკითხება რა გაყალბდა, გგონიათ ივანიშილი ამ საკითხს ამ სასაცილო ბავშვებზე დატოვებდა? – არა.
გასაგებია, რომ ამ ხალხს ლეგიტიმაცია სჭირდება – ბევრი ინფორმაცია მომდის, შიგნით დაძაბულია ხალხი, გგონიათ, მაგათ დასანქცირება უნდათ? მაგათ ეშინიათ სანქციების.
ევროპული მომავალი, თავისუფალი უვიზო რეჟიმი რომ დავიცვათ, ქვეყანა პოლიტიკური იზოლაციის შემდეგ, ეკონომიკური კოლაფსის ქვეშ არ მოექცეს, უნდა დავადგინოთ ვინ იყო ჩართული ამ პროცესში, უნდა დაისაჯოს ის ხალხი, ვინც მონაწილეობდა გაყალბებაში.
პროკურატურამ თავის ჭკუაში რომ დაასწრო გამოძიების დაწყება, ამის მიზანია რუტინაში შეგვიყვანონ უნდა ვკონსოლიდირდეთ მთავარი მოთხოვნის ირგვლივ – ბაზები. თუ არ არიან დამნაშავეები, გაასაჯაროონ.
კომენტარები