პოლიტიკური პარტიები და ადგილობრივი დამკვირვებლები, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დაასწრო ელექტრონული არჩევნების აუდიტის პროცესს რამაც შეზღუდა გამჭვირვალობა, ეს არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას – ამის შესახებ ეუთო ოდირის ანგარიშია ნათქვამი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მომზადდა.
ანგარიშის თანახმად, ცესკომ ადგილობრივი დამკვირვებლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არა თუ არ დაასწრო ელექტრონული არჩევნების აუდიტს, არამედ შეზღუდულად მიაწოდა რელევანტური დოკუმენტაცია, რითაც ასევე შეზღუდა გამჭვირვალობა, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას.
2024 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმავე კომპანიას მოწყობილობების სპეციფიკურად საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი აუდიტის ჩატარება დაავალა. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამი ფაზიდან ორი დასრულებული იყო, შესაბამისი ანგარიში კენჭისყრის დღემდე არ გამოქვეყნებულა. ძირითადი დაინტერესებული მხარეები, როგორებიც არიან პოლიტიკური პარტიები და ადგილობრივი დამკვირვებლები, არ დაუშვეს აუდიტის პროცესზე დასასწრებად და მათ შეზღუდულად მიუწვდებოდათ ხელი რელევანტურ დოკუმენტაციაზე, რაც ზღუდავდა გამჭვირვალობას და არ შეესაბამებოდა საერთაშორისო კარგ პრაქტიკას” – წერია ეუთო/ოდირის დასკვნაში.
კომენტარები