საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად „ქართული ოცნებიდან“, ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ. დამკვირვებლების შეფასებით, ამ ფაქტს დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა – ამის შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშშია ნათქვამი.
“კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს ან კენჭისყრის კაბინებს უყურებდნენ, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას” – წერს ეუთო/ოდირი ანგარიშში.
საარჩევნო უბნების გარეთ უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ (10 პროცენტი), საარჩევნო უბნების შიგნით კი პარტიის წარმომადგენლები (7 პროცენტი). საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ანგარიშებში აისახა საარჩევნო უბნების 4 პროცენტში მთელი ოჯახის ან ადამიანების ჯგუფის მიერ ხმის ერთდროულად მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ბრალდებების შესახებ – წერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.
კომენტარები