პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
რომელი პატიოსანი ადამიანი დაიდებს გულზე ხელს, თვალებში ჩაგვხედავს და გვეტყვის: ხელისუფლებას არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული ბერკეტები და პრივილეგიები, რათა ემოქმედა სოციალურად დაუცველთა, საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა, სახელმწიფო სამედიცინო სერვისების მიმღებთა, პრობაციონერთა, პატიმრების ოჯახის წევრთა თავისუფალ საარჩევნო ნებაზე?
რომელი პატიოსანი ადამიანი დაიდებს გულზე ხელს, თვალებში ჩაგვხედავს და გვეტყვის: ხელისუფლებას მოქალაქეთა თავისუფალ საარჩევნო ნებაზე ზემოქმედებისთვის არ გამოუყენებია სახელმწიფო უშიშროების სტრუქტურები, პოლიცია, ორგანიზებული დანაშაული, მსხვილი მესაკუთრეები?რომელი პატიოსანი ადამიანი დაიდებს გულზე ხელს, თვალებში ჩაგვხედავს და გვეტყვის: ხელისუფლების მომხრეებს ფული არ დაურიგებიათ, არ უცდიათ ადამიანების მოსყიდვა და დაშანტაჟება, არ გამოუყენებიათ მანიპულაციები პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გამოყენებით, არ დაურღვევიათ ხმის მიცემის ფარულობა?ერთ კარგ ნაცნობს ეს კითხვები რომ დავუსვი, მიპასუხა: მაგ მეთოდებს ყველა მთავრობა გამოიყენებს, იდიოტები ხომ არ არიანო!აი, პოლიტიკური კულტურის დონე და ხარისხი ჩვენს ქვეყანაში: თუ საშუალება გაქვს მოსყიდვის, შეშინების, შევიწროვების, მოტყუების, უკან არ უნდა დაიხიო! წესიერი მეთოდებით არ უნდა იბრძოლო.
P.S. სხვა საკითხია, რომ ოპოზიციონერებს ამ ყველაფრის წინასწარ გასათვლელად ტოპტვინები და დათო გამყრელიძეები არ სჭირდებოდათ. გასაგებია, რომ დაფინანსების არმქონე ოპოზიციურ ძალებს აღნიშნული პრობლემების წინააღმდეგ მობილიზება გაუჭირდებოდათ, მაგრამ ხომ იყვნენ პარტიები, რომელთაც მილიონები დახარჯეს, თითქოს კომისიებშიც უნდა ჰყოლოდათ წევრები, ტელევიზიებს აკონტროლებენ და ა.შ.
კომენტარები