სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:
ამ არჩევნებზე, კარუსელებზე და ყალბ პირადობებზე მახსენდება თეა წულუკიანი. ოცნების განუყოფელი ნაწილი. მისი იუსტიციის მინისტრობა მახსენდება, კიდევ ძველი პირადობების (ნაცების დაბეჭდილი პირადობების) აღმოფხვრა და ახალი id ბარათებით (ქოცების მიერ დაბეჭდილით) ჩანაცვლება მახსენდება. ახალი მთავრობა რომ მოვა ისიც თავისას დაბეჭდავს და ისინიც მოტეხავენ ხმებს! იმათაც ეყოლებათ თავის ადეიშვილი ან წულუკიანი რომელიც ამ დანაშაულზე ხელს მოაწერს და უფასოდ დაგვიბეჭდავს პირადობებს.– კარგი იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო სიის გადახალისება-გადამოწმებით დაკავდებიან, სწორედ იმ არ არსებულ 3,5 მილიონ ამომრჩეველშია ძაღლის თავი ჩამარხული.
კომენტარები