ერევანში, ერთ-ერთ სასტუმროში სროლა იყო. სომხური მედიის ცნობით, ადგილზე ამ წუთებში პოლიცია მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სასტუმრო „ერებუნი პლაზაში“ მძევლები აიყვანა.
Yerevan Today-ის ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა, თუმცა პოლიცია ჯერჯერობით საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.
როგორც ცნობილია, შენობაში, რომელიც სამართალდამცველების ალყაშია, ბევრი ადამიანი იმყოფება.
კომენტარები