სამმა ოპპოზიციურმა კოალიციამ, რომელმაც 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახა ერთიანი ბრიფინგი ჩაატარა. ესენია – ძლიერი საქართველო, ცვლილებებისთვის, და ერთობა–ნაციონალური მოძრაობა.
დღეს, 20 საათზე, წესით, დაანონსებული იყო, რომ საზოგადოებისთვის უნდა გაეცნოთ სამოქმედო გეგმა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ დღევანდელი სამოქმედო გეგმა, სამოქმედო გეგმის ანონსია.
პარტიების განცხადების მიხედვით, ახლა უკვე შეუძლიათ თქვან, რომ ეს იყო სპეცოპერაცია არჩევნების გაყალბებისათვის.
მათი თქმით, ქმნიან ერთიან შტაბს, საიდანაც ექნებათ კომუნიკაცია.
“ჩვენ კი ვართ გაბრაზებულები, მაგრამ ვიცით, ხალხი მეტად ხართ გაბრაზებული და არც ერთი აპირებს რამდენიმე ჩანჩურას, კუდრაჭას და ჭინკას გაატანოს ეს ისტორიული არჩევანი. ყველა ის პირი, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას ამ კრიმინალურ სქემაში, იქნება გამოვლენილი და დასჯილი. ამ დანაშაულებებს ბევრი წელი აქვთ ხანდაზმულობის ვადა. ჩვენი მთავარი ამოცანაა ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის. გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას. შევიკრიბებით ორშაბათს საღამოს 7 საათზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, შინ თუ გარეთ, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად როგორ გაგრძელდება ჩვენი პროცესტი.” – ამბობს ანა დოლიძე.
კომენტარები