სამმა ოპპოზიციურმა კოალიციამ, რომელმაც 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახა ერთიანი ბრიფინგი ჩაატარა. ესენია – ძლიერი საქართველო, ცვლილებებისთვის, და ერთობა–ნაციონალური მოძრაობა.
კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, განაცხადა, რომ საზოგადოებას აუხსნიან რას ემსახურება თითოეული აქცია და ორშაბათის აქცია, მისივე თქმით, ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვთქვათ: “ჩვენ ვიცით, რა ჩაიდინეთ და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს”.
ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ფუნდამენტური. ცენტრალური მიმართულება, სადაც ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ვართ გამარჯვებულები, რადგან ჩვენ გვაქვს თქვენი ნდობა და მანდატი. ეს გამარჯვება გვაკისრებს პასუხისმგებლობას, ბრძოლას გავუძღვეთ წინ. ვდებთ პირობას, იქნება ეს ქვეყნის გარეთ თუ შინ, ჩვენ ვიღებთ პროტესტში პასუხისმგებლობას.
პროტესტი უნდა იყოს არა ბრაზის გამოშვება, შედეგზე ორიენტირებული, შესაბამისად, საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს და ავუხსნით რას ემსახურება კონკრეტული აქციის ფორმა.
ორშაბათს, 7 საათზე, რუსთაველზე, ჩვენ გვინდა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახოთ, რომ არა უბრალოდ არ ვაღიარებთ არჩვენებს, არამედ აი, ის ხალხი, ქართული საზოგადოება, რომელიც პრეზიდენტის დიდი, საამაყო ლიდერობით შეიკრიბა რუსთაველზე, ისევ შევიკრიბოთ და ვთქვათ: ჩვენ ვიცით, რა ჩაიდინეთ, ჩვენ ვიცით, ის კრიმინალი, რომელიც თქვენ განახორციელეთ და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კომენტარები