ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, დღეს კომპანია ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქ. N50-თან ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: ჯავის ქუჩას შესახვევებით, ილურიძის ქუჩას შესახვევებით, ლომთათიძის, კოკინაკის, მოლოკოვის და დიდი ჯიხაიშის ქუჩებს.
გარდა ამისა, GWP-ის ცნობით, ტექნიკური სამუშაოები საბურთალოს რაიონში, გაგარინის ქ. N24-თან ქსელზეც ჩატარდება. აღნიშნულის გამო, დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: გოთუას ქუჩას და ჰეიდარ ალიევის სანაპიროს (მარჯვენა სანაპირო) N2-16 (ლუწებს).
კომენტარები