“ახლა უმნიშვნელოვანესია ყველა სამართლებრივი პროცედურის გავლა, იქნება ეს დავები საოლქო კომისიებში თუ პროცესები სასამართლოში“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელი და მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში მოსახლეობაც და საერთაშორისო პარტნიორებიც დაინახავენ, სრულ სურათს, თუ როგორ ჩატარდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები.
ხიდაშელის თქმით, ამ მტკიცებულებებით საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენებენ, რომ სახელმწიფომ დაარღვია ფუნდამენტური უფლებები, არ იყო დაცული ხმის მიცემის ფარულობა და ამიტომ ეს არჩევნები ლეგიტიმური არ არის.
“ფარულობის დარღვევა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არის საკმარისი პირობა, რომ არჩევნები ბათილად გამოცხადდეს“, – ამბობს ხიდაშელი.
აუცილებელია, როგორი ფორმალურიც არ უნდა ეჩვენებინოს ვინმეს ეს პროცესი, გნებავთ საოლქო კომისიებში გასაჩივრების შემდეგ სასამართლოები, ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი. რაიმე პერსპექტივა რომ ჰქონდეს ჩვენს დავას, ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლებრივად ძლიერნი. ამიტომ ყველა ის მტკიცებულებები, რომლებიც არსებობს და შეგროვდა, დამკვირვებლების მიერ, უნდა იყოს ფორმალიზებული, აღრიცხული და ოფიციალურ ინსტანციებში გავლილი.
ეს აძლიერებს პროცესს და აძლევს ადამიანებს იმის რწმენას – ერთი არის საუბრები ამ ყველაფერზე, მაგრამ მეორე არის ჩვენი მოქალაქეები თვალს ადევნებენ იმას, როგორ იბრძვიან ყველა ხმის დასაცავად დამკვირვებლები.
ორი რამ არის მთავარი – ერთი, რომ მტკიცებულებების გამომზეურება ხდება და ყველას შეუძლია ნახოს და გაიგოს კიდევ უფრო მეტად და მეორე – მთელი საქართველო უყურებს, როგორ იბრძვიან დამკვირვებლები მათი ხმებისთვის და ეს აჩენს რწმენას, რომ ბრძოლა იქნება, აბსოლუტურად, უკომპრომისო და აუცილებლად დასრულდება ცვლილებებით ჩვენს ქვეყანაში. თუ ვერ უზრუნველყოფ, რომ შენი არჩევანი ბიულეტენზე არ ჩანდეს, ეს არის ფარულობის დარღვევა, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და არის საკმარისი პირობა, რომ არჩევნები ბათილად გამოცხადდეს“, – განაცხადა ხიდაშელმა.
კომენტარები