ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს პარლამენტი ვერასოდეს გახდება ლეგიტიმური, თუ:
1. ოპოზიცია და არასამთავრობოები დადებენ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს, რის გამოც დასავლეთი არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. ეს არ არის რთული, რადგან მინიმუმ ერთი მტკიცებულება – ხმის მიცემის ფარულობის საყოველთაო დარღვევა სახეზეა. დასავლეთი კი ისედაც ძალიან ცუდი წარმოდგენის არის ივანიშვილის რეჟიმზე და არ გაუჭირდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.2. საქართველოს მოქალაქეები რაღაც პერიოდულობით მაინც და სხვადასხვა ფორმით გამოვხატავთ, რომ არ ვეგუებით და არ ვიღებთ გაყალბებულ შედეგებს.3. არცერთი, მართლა არცერთი ოპოზიციონერი არ შევა პარლამენტში. არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ახლავე მოხერხდება ჩახსნა თუ პარლამენტის შეკრების შემდეგ. როცა მოხერხდება, არცერთმა ოპოზიციონერმა არ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს. 89 დეპუტატიანი პარლამენტი უბრალოდ ვერ იქნება ლეგიტიმური. არ დაიწყოთ ახლა ძაააან ჭკვიანმა იურისტებმა და კონსტიტუციონალისტებმა ტვინის ბურღვა.
ეს სამი ამბავი თუ ასე იქნება დანამდვილებით, სანერვიულო ჩვენ არ გვაქვს არაფერი, სანერვიულო აქვს ივანიშვილს. და ჩვენ ასე მასობრივად და უსასრულოდ რატომ ვნერვიულობთ? რაში გვეპარება ეჭვი, იქნებ ავხსნათ.
კომენტარები