პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:
ხელისუფლების ცვლილება მიზანი, ან მითუმეტეს თვითმიზანი კი არ არის, ეს არის საშუალება იმისათვის, რომ მივაღწიოთ რეალურ მიზანს – ყველა იმ მანკიერების აღმოფხვრას, რაც ხელს უშლის ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას ევრო-კავშირში გაწევრიანების გზით და შესაბამისად გარდაუვალს ხდის რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციას.
შესაბამისად, პრო-ევროპული პარტიები ამ პროცესში ჩვენთვის არიან არა იმდენად ლიდერები, რამდენადაც ამ მიზნის მიღწევის ინსტრუმენტები და არა უმეტეს ამისა.ჩემის აზრით, ასეთი განცდაა საზოგადოებაში და ოპოზიციური პარტიების სირთულე სწორედ იმაშია, თუ როგორ გადაიქცნენ ინსტრუმენტებიდან ლიდერებად და დაგვარწმუნონ, რომ მათ სასიკეთო ცვლილებების მხოლოდ სურვილი კი არა, შესაძლებლობაც აქვთ.ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები პროცესს და რა ზომების მიღებისთვის არიან მზად იმ დათქმით, რომ ჩემი ვარაუდით, ხელისუფლება ახლა დაიწყებს ბარტყების გადმოყრას მათ ნაწილობრივ დასამშვიდებლად. მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს გააუქმებინებს ე.წ. რუსულ კანონს და ა.შ.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ჩვენი, საზოგადოების მიზნად რჩება საქართველოს ევრო-კავშირში გაწევრიანება და მის მისაღწევად უკომპრომისოდ ვიბრძოლებთ იმისდამიუხედავად, თუ ვინ გამაგრდება ხელისუფლებაში.
კომენტარები