საიას ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე:
ოლქებმა უკვე ჩაგვაბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე. არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს.მოკლედ რომ შევაჯამოთ, ცესკო გვეუბნება, რომ ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ ამომრჩეველი თუ მოხერხებული იქნებოდა, შეძლებდა დაეფარა გაფერადებული წრე უკანა მხარეს, რომელიც წესით მარტო წინა მხარეს უნდა ჩანდეს.
24 მოსამართლეს, ვისაც დღეს და ხვალ ჩვენი 24 სარჩელი დაეწერება, ეძლევა შანსი, ეს აბსურდი დაასრულოს.მალე საქართველოში მოქმედ ყველა საქალაქო/რაიონულ სასამართლოში ვიდავებთ. ასეთი სულ 24-ია. საიამ ხმის ფარულობაზე საჩივრები შეიტანა ყველა საარჩევნო ოლქში. 73 ოლქში შეტანილი საჩივრები მალე 24 საქმედ დაჯგუფდება და ყველა სასამართლოს დავუმტკიცებთ სიმართლეს, რომ არჩევნები ფარულად არ ჩატარებულა. ამ 24-დან ერთმა მოსამართლემაც რომ გაბედოს სიმართლის მხარეს დგომა, დემოკრატიის გადარჩენა შესაძლებელი იქნება.
კომენტარები