სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაცია პრეზიდენტი ადმინისტრაციამ გაავრცელა.
პარალელურად, საუბრის დეტალებზე X-ზე გერმანიის პრეზიდენტის სპიკერმა დაწერა: “პრეზიდენტი შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და მას საპარლამენტო არჩევნების მთლიანობის გამჭვირვალე და სრული გადახედვისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილი ბოლოს მან 30 სექტემბერს მიიღო”.
კომენტარები