თბილისში, აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დაკავებული ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლემ, სევინჯ სადიგოვმა, თქვა:
თქვენ უკანონობას აკეთებთ, ეს არის მართლმსაჯულება? თქვენ შეკვეთა გაქვთ მიღებული, უდანაშაულო ადამიანს სჯით. თქვენმა სახელმწიფომ ბრძანება მიიღო. ეს რა სასამართლოა, როცა არცერთი ფაქტი არ გაითვალისწინეს – მომაკვდავ ადამიანს ასამართლებენ და კანონს საერთოდ არ უყურებენ.
ის უდანაშაულოა, მაგრამ ალიევის დავალებით სჯიან. მე ბოლომდე ვიბრძოლებ, მაგრამ ადამიანი კვდება, უკვე ეტლში ზის. 3 თვეა უკვე ვიბრძვით – აზერბაიჯანში სასამართლო დაკვეთით მუშაობს, აქაური სასამართლოც ასეა, რა უნდა ვქნა?
კომენტარები