ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:
19 წლისაც არ ვიყავი 9 აპრილს, 33 წლის ვიყავი ვარდების რევოლუციის დროს და 34 წლის -აჭარის რევოლუციისას…
12 წელია ამ ნაძირალა რეჟიმს ვებრძვი, უკანა ხაზში არასოდეს ვმდგარვარ ბრძოლაში, ვარდების რევოლუცია ერთ თვეში არ მომხდარა , იქამდე- წელიწადზე მეტი ვარყიეთ ის ძირგამომპალი რეჟიმი, დავრბოდით სასამართლოებში, ვკეტავდით ქუჩებს, ეძიკას თავს ვესხმოდით ყველგან, სადაც გამოჩნდებოდა, მუხადგვერდიდან გამოვაგდეთ მე და ჩემმა 5 დაქალმა, ყველა 50+ იყო და 4 საათი საფლავებს შორის ვიმალებოდით , რომ მის დაცვას არ გამოვეგდეთ სოხუმის დაცემის დღეს…. ამ გარეწრებს ვებრძვით 12 წელია, მე 50+ ვარ ამასობაში და ისინი 70+ (ერთი გამოგვაკლდა, ერთი ემიგრაციაშია) ქოცებთან ბრძოლაში შესულებს ეგრევე დაგვემატა 50+ ახალი მეგობრები , ახლა უკვე 60+ რომ არიან . ორი 80+ არის მაშინ გაცილებით ჯანმრთელები იყვნენ ზოგადად ადამიანები, ახლა ასე არაა, მაგრამ ეს არაფერი,” სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი”ჰოდა, იმის თქმა მინდა- კი, არჩევნებით რუსები რომ არ მიდიან ვიცოდი, მაგრამ არჩევნების გარეშე , რომ არავინ დაგვიდგებოდა გარედან გვერდით, ესეც ვიცოდი და თუკი რამის არ მეშინია, მიუხედავად ამ სისხლისმსმელი თვალთხარიების, ეს არის ქუჩა , ოღონდ იმ შემთხვევაში , როცა სწორად არის ორგანიზებული, თორემ წაგართმევენ იმ კარვებს, ამოგკრავენ ერთ-ორ პანჩურს და მორჩა კინო.
თუ კარვების დადგმას აპირებ, რამდენიმე ასეული უნდა გყავდეს უწყვეტ გუშაგად კარავში და მის გარეთ, პარალელურად ორი-სამი ლოკაცია , რამდენიმე ასეული მებრძოლი აქტივისტით …
პ.ს. ასაკს , იცით -რატომ გავუსვი ზემოთ ხაზი? ქუჩის ბრძოლა ახალგაზრდებმა უნდა წაიყვანონ, მაგრამ ყველა ასაკის ადამიანს აქვს განსაზღვრული და განსაკუთრებული როლი, რასაც აქ არ დავაკონკრეტებ… ერთს კი ვიტყვი: იუსტიციასთან, როცა საშიმშილოდ დასხდნენ ჩვენი ლიდერები გაყინული პენსიების დარიგების მოთხოვნით, ბებიაჩემიც მახლდა იუსტიციასთან, მიშასთან მიიჭრა და ოღონდ , თქვენ შეწყვიტეთ შიმშილობა და აქვე დავჯდებით მე და ჩემი დაქალები საშიმშილოდო, გულში ჩაიკრა მიშამ და მეგის გამზრდელი ბებია, სხვანაირი ვერ იქნებაო , ამ სიტყვებმა ბებიაჩემი უფრო ” ააგდო” , ვეღარ ვიპოვე იმდენ ხალხში და რაღაც დავალებაზე წავედი პირიმზეში და იქვე, სახლში შევირბინე ბებო რომ მომეკითხა და ბიცოლაჩემი მეუბნება: მე სამინისტროსთან მგონიხარ, ბებიაშენი 10 წუთის წინ წამოვიდა , მთელი უბანი მოჰყავს, სამი მანქანით არიანო, გიჟივით ავვარდი იუსტიციასთან (ლაღიძის უკან), პირდაპირ ეთერში გადიოდა პენსიონერთა პროტესტი , მოშიმშილე დეპუტატები და მინისტრი))) აქ ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, ერთ საათში საშიმშილოდ არა მხოლოდ ბებიაჩემი და სამეგობრო, მათთვის სოლიდარობის ნიშნად ათობით პენსიონერი მოდიოდა და ემატებოდნენ მოშიმშილეებს.
კომენტარები